English / ქართული / русский /
ალფრედ კურატაშვილი
“მწვანე ეკონომიკის” ფორმირების თეორიული საფუძვლები და კრიმინალური ბიზნესის აღმოფხვრის აუცილებლობა

რეზიუმე 

სამეცნიერო ნაშრომში განხილულია “მწვანე ეკონომიკის” ფორმირების თეორიული საფუძვლები და კრიმინალური ბიზნესის–როგორც “მწვანე ეკონომიკის” ანტიპოდის და როგორც ეკონომიკური ფაშიზმის გამოვლინების – აღმოფხვრის აუცილებლობა, რომელიც წარმოადგენს დანაშაულსა და მიანურობის წინააღმდეგ (?!).

განსაკუთრებით უნდა იქნეს გათვალისწინებული, რომ კრიმინალური ბიზნესის–როგორც “მწვანე ეკონომიკის” ანტიპოდის–აღმოფხვრის გარეშე, მიუღწევადია ადამიანების კეთილდღეობის ამაღლება და სოციალური სამართლიანობის უზრუნველყოფა, რასაც გულისხმობს “მწვანე ეკონომიკის” არსი ფართო გაგებით.

მაშასადამე, კრიმინალური ბიზნესის ფუნქციონირების პირობებში –საზოგადოებაში და სახელმწიფოში ფულის, ბაზრის, მოგების, კაპიტალის ადამიანებზე ბატონობის პირობებში, ანუ ეკონომიკური ფაშიზმის პირობებში, რომელიც არის დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ, “მწვანე ეკონომიკის” მთავარი დანიშნულების რეალიზაცია ვერ მოხდება (?!).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “მწვანე ეკონომიკის” ფორმირების თეორიული საფუძვლების სახით, და კრიმინალური ბიზნესის აღმოფხვრის თეორიული საფუძვლების სახით, ავტორის მეცნიერულად დასაბუთებული მტკიცებით, აუცილებელია განხილული იქნეს მის მიერვე შექმნილი პრინციპულად ახალი მეცნიერული მიმართულებები და პრინციპულად ახალი მეცნიერული თეორიები – სოციალური მიზნის ფილოსოფია, ხალხის ინტერესების უზენაესობის თეორია და თანამდებობის პირთა უფლებებისა და პასუხისმგებლობის ბალანსირების თეორია, რამეთუ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხის ინტერესებისათვის “მწვანე ეკონომიკის” ფორმირება და კრიმინალური ბიზნესის აღმოფხვრა წარმოუდგენელი და შეუძლებელია.